დღეს საქართველოში არიან კომპანიები, რომელთან შეუძლიათ საკმაოდ მსხვილ პროექტებს თავად ჩაუდგნენ სათავეში და ქვეკონტრაქტორად ყავდეს მაგალითად თურქი, გერმანელი, ავსტრიელი სპეციალისტები. ასეთი კომპანიაა ენერგონი, რომელიც ათეული წლებია საქართველოში ენერგოინფრასტრუქტურას აშენებს და ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ამ კომპანიამ განახორციელა არის ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი, თუმცა მიმდინარე ეტაპზეც კომპანია ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობს, როგორიცაა ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა, მტკვარი ჰესის მშენებლობა, გარდაბნის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები. ჯამში საუბარია 110 მილიონი ევროს ღირებულების მიმდინარე პროექტზე, თუმცა ამ კომპანიის პორტფელში 240 განხორციელებული პროექტია. ამჯერად ფორბს კვირის ობიექტივში გარდაბანის ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი მოექცა. ის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენაც წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ელექტროსიტემებს აკავშირებს ერთმანეთთან.