მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა - ბიზნესის ნაწილი CFD ტარიფების გადახედვას ითხოვს;

ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ენერგოობიექტების მშენებლობა მკვეთრადაა გაძვირებული. როგორც ჰესებისა და მზის სადგურების მშენებელ კომპანიებში ამბობენ, ფასები გაზრდილია როგორც სამშენებლო მასალებზე, ასევე ტრანსპორტირებასა და მუშახელის ანაზღაურების მიმართულებით. შექმნილი ვითარების ფონზე, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარგში ინვესტიციების უკუგების პერიოდი უკვე რამდენიმე წლით გაიზარდა, რამაც შესაძლოა, მომავალში ახალი ობიექტების მშენებლობა შეაფერხოს. შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროსგან cfd აუქციონის ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს. რა გამოწვევას უქმნის ენერგოობიექტების მშენებლობას გაძვირებული სამშენებლო მასალები და სხვადასხვა მიმართულებით მზარდი ფასები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები