ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილს უფლებამოსილება ვადის ამოწურვის გამო მიმდინარე წლის 4 ივნისს შეუჩერდა. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც.
სემეკში აცხადებენ, რომ შესაბამისი კონკურსი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უნდა გამოაცხადოს, საბოლოო გადაწყვეტილება კი კანდიდატთან მიმართებით სემეკმა უნდა მიიღოს.
თავის მხრივ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ვადას თუ როდის გამოცხადდება კონკურსი ენერგოომბუდსმენის შერჩევაზე ვერ ასახელებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკური სახის დეტალებზე მიდის მსჯელობა.
ამ დროისთვის ენერგოომბუდსმენის მოვალეობას ნინო გულეიშვილი ასრულებს.