მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგოომბუდსმენი-GWP-ის: მგალობლიშვილზე მომხმარებლები წყალმზიდებით უზრუნველყავით

5cf78a6bf0a66
თელარა გელანტია
05.06.19 13:23
1098
ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.

„მგალობლიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური წყალმდენის განმეორებით დაზიანების გამო, თბილისის ცენტრალური უბნების რამდენიმე ქუჩა კვლავ სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ ადგილზე მაგისტრალური მილი 3 ივნისს დაზიანდა და შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა" უსწრაფესად შეძლო მისი რეაბილიტაცია.
ენერგოომბუდსმენის აპარატში უკვე არაერთი ზარი დაფიქსირდა კერძო ბიზნესის (კონკრეტულად: სილამაზის სალონები, სამრეცხაოები, კვების ობიექტები) და მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ წყლის ავარიული შეწყვეტის გამო, ვერ აიღეს მინიმალური რესუსრსი. შესაბამისად, უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება წყლის შესაძენად, ხოლო მოქალაქეები უბნის მაღაზიებში სასმელს წყალს ვეღარ შოულობენ. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება მომხმარებელთა უფლებებზე.

ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს კომპანიას, წყალმომარაგების აღდგენამდე მომხმარებლები ალტერნატიული წყაროებით (წყალმზიდებით) უზრუნველყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა კომპანია GWP-მაც.

„დღეს, 5 ივნისს, მგალობლიშვილის ქუჩაზე „ჯივიპის“ წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა და წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მომენტალურად დაიკეტა.

წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლის შემდეგ ოპერატიულად დაიწყება ტექნიკური სამუშაოები მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 6 ივნისის, დილის 08:00 საათამდე შეზღუდული აქვს: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge „, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები