მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგოომბუდსმენის ანგარიში - რა აწუხებდა მომხმარებლებს 2025 წელს?

ელექტრომომარაგების ქსელი ისევ ხარვეზებით მუშაობს. ენერგოომბუდსმენის მონაცემებით, გასულ წელს დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება 6 307-ჯერ, რეგიონებში 81 071-ჯერ შეწყდა. ელექტროენერგიის მიწოდებაში ხარვეზები ენერგოომბუდსმენის წლიურ ანგარიშში მოხვდა, რის გამოც მომხმარებელთა უფლებების დამცველი ქსელის გაუმჯობესებისთვის სამუშაოების გააქტიურების რეკომენდაციებს გასცემს. გასულ წელს ენერგოომბუდსმენის ჩართულობით მომხმარებლებს არასწორად დარიცხული თანხებიც ჩამოეწერათ - ჯამში 189 ათას ლარამდე. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ განხილული საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა — 78% — მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა, რაც სამსახურის ეფექტიანობის მთავარი ინდიკატორია. რა პრეტენზიებით მიმართავენ მომხმარებლები დღეს ენერგოომბუდსმენის აპარატს და რა მიმართულებით სჭირდებათ მათ ომბუდსმენის ადვოკატირება?

სტუმარი: ნინო გულეიშვილი - ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები