მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოომბუდსმენთან ყველაზე ხშირად "სოკარ ჯორჯია გაზს" და GWP-ს უჩივიან

5adedc4611691
მეგი კავთუაშვილი
24.04.18 11:25
725
გასული წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენს მოქალაქეთა თუ კომპანიების უფლებების დარღვევის ფაქტებზე 14 570 პასუხის გაცემა მოუხდა. მათ შორის, 4 338 დარეგისტრირებული განცხადება იყო, 8 474 კონსულტაციებისთვის მიმართვიანობა, 1 758 -მა მოქალაქემ კი უფლებების აღსადგენად ენერგო ომბუდსმენს ელექტრონული ფოსტით და სოციალური ქსელით მიმართა.

განცხადებათა რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

სს „თელასი“ – 823
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – 447
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - 132
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 1163 
სს ,,საქორგგაზი“ – 16
შპს ,,ვისოლ-გაზი“ – 14
შპს „ყამარ გაზი“ – 1
შპს „ტაბა“- 16
შპს „ვარკეთილაირი“ – 3
შპს „დიდი დიღომი“ – 3 განცხადება;
შპს „აკრიანი 2006“ – 1 განცხადება;
შპს „ჩირაღდანი 21-ე საუკუნე“ – 1 განცხადება;
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 972
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 102
შპს „მცხეთის წყალი“ – 168
შპს „რუსთავის წყალი“ – 454
შპს „ბათუმის წყალი“- 22.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები