მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენერგო–პრო ჯორჯია" ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე: ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა

5cf8d4b3291c1
BM.GE
06.06.19 12:52
1144
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.

"სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა.

სს ენერგო-პრო ჯორჯია მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები