ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტების მიღების მსურველთა განაცხადების მიღების ვადა ამოწურულია. ბაზრის მონაწილეების ინფორმაციით ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე ინტერესი ტარიფების გავლენით პოტენციურთან შედარებით დაბალი იყო, თუმცა ისევ შეთავაზებული პირობების გავლენით მაღალი იყო მზის სადგურებთან დაკავშირებული წინადადებები. კერძი სექტორში მესამე cfd აუქციონის ჩატარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და არსებული განაცხადების განხილვის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს პასუხის მოლოდინში არიან, რომლის ვადაც ცნობილი ჯერ არ არის. ვინ და რა პრინციპით მიმართა ლევან დავითაშვილის უწყებას განაცხადებით და რა პრიორიტეტს ირჩევს სახელმწიფო?