ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს. ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, ენერგეტიკული გაერთიანება ბაზრის მოთამაშეთა გაყოფის ანუ ანბანდლინგის რეფორმების დაბალი ტემპის გამო სახელმწიფოს წინაშე საკმაოდ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს. საქართველომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, ეს კი თავის მხრივ ახალ საბაზრო მოწყობაზე გადასვლას გულისხმობს. უნდა განცალკევდეს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები. რა ვალდებულებას ვერ ასრულებს ქვეყანა და სად გვაქვს ჩამორჩენა, რის გამოც ევროგაერთიანებისგან არაერთი გაფრთხილება მივიღეთ?