მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესი 3 თვით სრულად ჩერდება

BM.GE
25.11.20 14:49
581
დედაქალაქის თემებს ოდნავ მოგვიანებით დავუბუნდებით, თუმცა მანამდე. საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის - ენგურჰესის დერივაციული გვირაბის ორჯერ - 2018 და 2019 წლებში - გადადებული რეაბილიტაცია 2021 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება და 3 თვე გაგრძელდება. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე, "ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. როგორც bm.ge-ის "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა, ამ დროის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სექტორს 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება. რას ნიშნავს ენგურჰესის გაჩერება საქართველოს ენერგოსისტემისთვის და რა გამოწვევას ქმნის ეს აფხაზეთისთვის?
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები