ენგურჰესისთვის ტარიფის დადგენის წესი, შესაძლოა, შეიცვალოს. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. პროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა ტარიფში არ იქნება გათვალისწინებული. პროექტის ავტორების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილების მიღების შედეგად „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადისათვის“ შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად შესრულებას.