მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესის ტურისტულ მარშრუტს ვირტუალური სივრცე დაემატება

620f9f3ea8337
ინგა მურუსიძე
18.02.22 18:06
1474
ენჰურჰესზე გახსნილ ტურისტულ მარშრუტს, საზაფხულოდ ახალი სივრცე დაემატება. როგორც bm.ge-ს „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა, ვირტუალური სივრცის ოთახის პროექტირება უკვე დასრულებულია და თავად პროექტის განხორციელება მარტიდან დაიწყება.

პროექტის ღირებულება 250 ათას ლარამდეა და ის ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

„პროექტის განხორციელება მარტში დაიწყება და ზაფხულის დასაწყისში აუცილებლად გაიხსნება. დამთვალიერებელს შეეძლება ვირტუალურად, სპეციალური ეფექტებით მოინახულოს ენგურჰესის ის მხარე, რომელიც აფხაზეთის რეგიონში მდებარეობს“, - ამბობს ანთიძე.




ენგურჰესის კაშხლის დათვალიერება მსურველებს ტურების მეშვეობით შეუძლიათ. უკვე მარტიდან შესაძლებელი იქნება 5 (საფეხმავლო), 10 (ავტობუსით) და 20 (სრული ტური) ლარიანი ტურებით სარგებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები