მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ელექტროენეგიის წარმოების ტარიფი გაძვირდა

58513775b1c5d
დავით ჯალაღონია
14.12.16 16:11
1662
ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ელექტროენეგიის წარმოების ტარიფი გაძვირდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დღევანდელი სხდომის შედეგად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული 1კვტ.სთ ელექტროენერგია 1, 189-დან, 1,496, თეთრამდე გაიზარდა.

ტარიფები ფაქტობრივად გაორმაგებულია ვარდნილჰესის კასკადის შემთხვევაში და ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგია 1,17 თეთრის ნაცვლად, 2,88 თეთრი ეღირება. აღნიშნული ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები