“ენგურჰესმა” ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით 2023 წელს 40.5 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ე.წ. კვაზი ფისკალური აქტივობის ანუ სხვადასხვა მიმართულებით გაწეული სუბსიდიის გამო სახელმწიფო საწარმოების ნაწილის შემოსავლები კვლავ მცირდება. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მსგავსი ტიპის საქმიანობა 3 სახელმწიფო საწარმოშია იდენტიფიცირებული - “ენგურჰესში, "საქართველოს რკინიგზასა" და "საქართველოს გაზის და ნავთობის კორპორაციაში".
“შპს ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით 40.5 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა, 2023 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯამში მიწოდებულ იქნა 2 180.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, რომ არა ეს უკანასკნელი, კომპანიის მოგება 2023 წლის ბოლოს 33.8 მილიონი ლარი იქნებოდა.
კვაზი-ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირება, ანალიზი და გამოქვეყნება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლიდან დაიწყო. უკანასკნელი გამოცდილებით 3 საწარმოში იდენტიფიცირებული ცხადი კვაზი-ფისკალური აქტივობები. თუმცა, ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობები გაცილებით დიდი მოცულობის უნდა იყოს”, - ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, 2023 წელს სახელმწიფო საწარმოების ზარალმა 235 მილიონი ლარი შეადგინა.