მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ენგურჰესზე" ტურისტული სივრცე მოეწყობა

57e1459101fe7
BM.GE
20.09.16 17:21
1325
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი კულტურული სივრცე მოწყობა, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრთან ილია ელოშვილთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მინისტრებს ძეგლის განვითარების კონცეფცია წარუდგინა, რომელიც ესტონელი ექსპერტების - ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის დიდი ნაწილი აფხაზეთის მხარეს ეკუთვნის, რაც შესაბამისი დიალოგის შედეგად, შესაძლოა საერთო მსჯელობის საგანი გახდეს - სათანადო კეთილმოწყობისა და დოკუმენტურად მომზადების შემთხვევაში, ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი UNESCO- ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაიკავოს“,- აღნიშნავენ ენერგეტიკის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები