ენგურჰესი მარტის ბოლოს, დროებით 2 კვირით შეაჩერებს მუშაობას. თავდაპირველად დახურვა გვირაბის ინსპექტირებას უკავშირდება, ის შემდეგაც მისი რეაბილიტაციის გეგმა შემუშავდება. 2018 წლის გაზაფხულზე კი გვირაბი 4 თვით გაჩერდება.
"ენგური გაჩერდება, თუმცა მისი ელექტროენერგია იქნება ჩანაცვლებული. ეს მომავალი წლის დანახარჯებში აისახება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მერაბ მებონიამ.

























