საქართველომ 2024 წლის დეკემბერში ENKA-სთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. მაშინ, კომპენსაციის მოცულობის შესახებ ცნობილი გახდა თავად ENKA-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომლის თანახმადაც კომპენსაცია 383.2 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთავრობამ კი განაცხადა, რომ ამ განაჩენს გაასაჩივრებდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, განაჩენით კომპენსაცია მზარდია და მისი აღსრულებისთვის ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა, აღნიშნულ სასამართლოში დარეგისტრირებული მიმართვის თანახმად კომპენსაციის მოცულობა უკვე გაზრდილია და ის უკვე 450 მილიონ დოლარს აღემატება. ამასთან, აღნიშნულ თანხას საურავიც ერიცხება, რაც FED-ის განაკვეთს პლიუს 4%-ს შეადგენს, ეს კი ამჟამად 8.5%-ია.