გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD IV-ის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად.
FAO-ს ინფორმაციით, კონკურსი მოიცავს სამ განსხვავებულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელთაგან თითოეული მიმართულია სხვადასხვა სექტორსა და ბენეფიციარებზე:
- მხარდაჭერისპაკეტი მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად
- მხარდაჭერისპაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის
- მხარდაჭერის პაკეტი ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის შეწამვლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით
თითოეული მხარდაჭერის პაკეტის ქვეშ, თანამონაწილეობითი გრანტი დააფინანსებს გრანტის მთლიანი ღირებულების 70%-ს და ითვალისწინებს ბენეფიციართა თანაინვესტირებას გრანტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 30%-ის ოდენობით.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისი.
განაცხადის წარდგენის წესების, საჭირო დამატებითი დოკუმენტებისა და წახალისებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: WWW.FAOGRANTS.ge