მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ensana საქართველოს ბაზარზე შემოდის – ევროპული ლიდერი სამედიცინო-სპა ბრენდი 2026 წლიდან საირმის სამ კურორტს უხელმძღვანელებს

ესანა
28.11.25 17:16
609

Ensana, ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა ოპერატორი, ოფიციალურად აცხადებს საქართველოში ოპერირების დაწყებას 2026 წლიდან საირმის სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public Spa.
სამივე ობიექტზე უკვე მიმდინარეობს მასშტაბური სარემონტო და განვითარების სამუშაოები, ხოლო განახლებული კომპლექსები სტუმრებს მომავალი წლის მეორე კვარტალში მიიღებენ. Ensana-სთვის ეს არის პირველი პროექტი საქართველოში და მნიშვნელოვანი ეტაპი ბრენდის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიაში.

საირმე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტად ითვლება, მდებარეობს იმერეთის სუბალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე, ტყიან მთებსა და უნიკალურ მინერალურ წყაროებს შორის. კურორტი ცნობილია თერმული წყლებით, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება კუნთ-საყრდენი სისტემის რეაბილიტაციისთვის.
საირმის მინერალური წყლები, მდიდარი კარბონატებით, რეკომენდებულია ღვიძლის, შარდსასქესო სისტემის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის და მეტაბოლური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

Ensana-ს მიერ დაგეგმილი განახლება, რომელიც მოიცავს Sairme Resort-ისა და New Sairme-ის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით გარდაქმნას, სრულად შეესაბამება ბრენდის ფილოსოფიას: სამედიცინო მიდგომაზე დაფუძნებული მკურნალობა, ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ინტეგრირება, თანამედროვე დიაგნოსტიკა და გამოცდილებაზე ორიენტირებული ველნეს პროგრამები. შედეგად, საირმე იქცევა სივრცედ, სადაც Ensana-ს მრავალწლიანი სამედიცინო გამოცდილება და კურორტის ბუნებრივი გარემო ქმნის სრულფასოვან, ინტეგრირებულ სამედიცინო გამაჯანსაღებელ ეკოსისტემას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მზარდი ხელმისაწვდომობა (2025 წელს 1.4 მილიონი მგზავრი, 10-პროცენტიანი ზრდით) და რეგიონის ბუნებრივი პოტენციალი საირმეს საერთაშორისო სამედიცინო და აღდგენითი ველნეს ტურიზმის მნიშვნელოვან მიმართულებად აყალიბებს.

ფრენკ ჰალმოში, Ensana-ს გენერალური დირექტორი : „საქართველოს ბაზარზე შესვლა და საირმეში ოპერირების დაწყება Ensana-სთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. საირმეს გამორჩეული ბუნებრივი გარემო, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტყიან მაღლობებზე, ზღვის დონიდან 950 მეტრზე, ტყეებსა და უნიკალურ მინერალურ წყაროებს შორის მდებარეობს, სრულად შეესაბამება ჩვენს გამოცდილებას თერაპიულ ველნესსა და სპეციალიზებულ სამედიცინო პროგრამებში, რომლებიც სხვადასხვა გამაჯანსაღებელ მიმართულებას ემსახურება.

ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, შევუთავსოთ საქართველოს მდიდარი კულტურა და ბუნებრივი რესურსები Ensana-ს მრავალწლოვან სამედიცინო პრაქტიკას და შევქმნათ მიმართულება, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებისთვის მშვიდ გარემოსა და ჯანმრთელობის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს აერთიანებს.“

ნიკა კოხოძე, „კურორტი საირმეს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი: „Ensana-სთან თანამშრომლობა საირმისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს. ამ თანამშრომლობისადმი ჩვენი ძლიერი ნდობისა და რწმენის დასტურად, მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა შევძლოთ სხვადასხვა სეგმენტის სტუმრების მომსახურება. Ensana-ს ჩართულობით საირმეში შეიქმნება მსოფლიო დონის დასვენების პირობები და დაინერგება საერთაშორისო სტანდარტები. პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და პირდაპირ უწყობს ხელს რეგიონის სოციალური კეთილდღეობის ზრდას.“

Ensana-ს ოფიციალური ხედვა საქართველოსა და საირმეზე

„საქართველოს მთავარი უპირატესობა მისი მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსებია და საუკუნოვანი სამკურნალო კულტურა. კავკასიის მთებიდან შავი ზღვის სანაპირომდე გადაჭიმული გარემო და ტურიზმის მზარდი დინამიკა ქვეყანას მიმზიდველ მიმართულებად აქცევს როგორც სამედიცინო ველნესის, ასევე სრულყოფილი ჯანმრთელობის მიმართულებებისთვის.

საირმე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 50 კილომეტრში მდებარეობს, მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის. Ensana გეგმავს ბალნეოლოგიური და აღდგენითი პროგრამების გაფართოებას, ეკომეგობრული ინფრასტრუქტურის დანერგვას და ადგილობრივ სპეციალისტებთან თანამშრომლობას, რაც გააძლიერებს როგორც რეგიონის ეკონომიკას, ასევე საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო ველნეს დანიშნულების რუკაზე.“

Ensana-ს შესახებ

Ensana არის ევროპის წამყვანი სამედიცინო და ჯანმრთელობის სპა ბრენდი, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. ბრენდი ეფუძნება ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, სამედიცინო გამოცდილებას და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს.
Ensana მართავს 22 სასტუმროს ჩეხეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. 2026 წლიდან ქსელს დაემატება სასტუმროები გერმანიაში, იტალიასა და საქართველოში.
ბრენდი სტუმრებს სთავაზობს ველნესისა და სამედიცინო პროგრამების ფართო სპექტრს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები