„ენთები“ ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველთვიურად 550-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. „ენთები“-ს მთავარი ამოსავალი წერტილია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც უჩვეულოდ პოზიტიური და ერთგვარად მოულოდნელიც კი იქნება. ამ მთავარი მიზნისთვის „ენთები“ დროს, ენერგიასა და რესურსებს არ იშურებს.
ერთ ერთი მთავარი ფაქტორი, რაც მომხმარებელთა პოზიტიურ გამოცდილებას განაპირობებს, თანამშრომლების მოტივაციაა, რადგან მხოლოდ მოტივირებულ და ბედნიერ თანამშრომლებს შეუძლიათ შექმნან გამორჩეული სერვისი. სწორედ თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვა გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც „ენთებმა“ გადაწყვიტა ახალ ოფისში 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა და თანამშრომლებისთვის განსხვავებული სამუშაო სივრცე შეექმნა.
„ენთების“ ახალი ოფისი 2 სართულიანია და 650 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს. იგი მოიცავს საერთო სამუშაო სივრცეებს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს, სამზარეულოსა და სტუმრების მისაღებ სივრცეებს. ოფისი დაკომპლექტდა ევროპიდან იმპორტირებული თანამედროვე ავეჯითა და უახლესი ტექნიკით, რაც თანამშრომლებს დამატებით კომფორტს უქმნის სამუშაო პროცესში. ასევე აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა მისაღები სივრცეები დაგეგმარებულია სტუმრებისთვის კომფორტული გარემოსა და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად.
რაც მთავარია, ოფისში ასევე მოეწყო სათამაშო ზონა, სადაც თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა სამსახურშივე განიტვირთონ. სათამაშო ოთახი აღჭურვილია სონი ფლეისთეიშენით, მაგიდის ფეხბურთით, სამაგიდო თამაშებითა და სხვა გასართობებით.
გარდა ამისა, „ენთების“ ახალი ოფისი აღჭურვილია შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით, რათა კომპანიის თითოეული გუნდის წევრი იმყოფებოდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ენთების“ ოფისში თანამშრომლების პირადი სივრცისა და მისი საკმარისი ზომის უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. თითოეულ თანამშრომელს აქვს კომფორტული პირადი სივრცე იმისთვის, რომ სამუშაო ადგილი საკუთარ თავზე მოირგოს და არ შეაწუხოს ხმაურმა. სხვადასხვა სამუშაო სივრცეები ერთმანეთისგან ფართო ჰოლებითა და ხმის ბარიერებითაა იზოლირებული, ხოლო მაღალი ჭერი ფონურ ხმაურს მნიშვნელოვნად ამცირებს. „ენთების“ წინა ოფისში თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები ერთმანეთთან უფრო ახლოს იყო განლაგებული და ჭერს სტანდარტული სიმაღლე ჰქონდა. ახალი ოფისი და მასთან დაკავშირებული დამატებითი კომფორტის ელემენტები უკვე დადებითად აისახა „ენთების“ თანამშრომლების განწყობაზე და ეს განწყობა მომხმარებლებსაც გადაეცემათ, რაც გამორჩეული სერვისის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
ტელეფონი: +995 32 212 22 12
საიტი: www.ants.ge