მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ბლინკენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

ბლ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა სტამბოლში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკების სამ მთავარ თემაზე გაიმართება, კერძოდ, ღაზაში მიმდინარე ომზე, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის რატიფიკაციის პროცესზე და აშშ-ის მიერ თურქეთისთვის F16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვაზე.

თურქეთის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საბერძნეთში, იორდანიაში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ეგვიპტეში გამართავს შეხვედრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები