მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენტონი ფაუჩი: covid-ვაქცინა ბევრ კვლევას გადის და უსაფრთხოა

5fb3d2d65640b
ნათია თაქთაქიშვილი
17.11.20 18:02
889
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის განცხადებით, ვაქცინა ბევრ კვლევას გადის და უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, იმის გამო, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად შემუშავდა, არ ნიშნავს იმას, რომ ის არაეფექტური ან ნაკლებად უსაფრთხოა.

ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინის საცდელი ვერსიის უსაფრთხოებას დამოუკიდებელი ექსპერტები აფასებენ და ისინი აბსოლუტურად მიუკერძოებლები არიან.

”ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს გარკვეულ გარიგებებს. შეუძლებელია, ეს მოხდეს. მერწმუნეთ, ყველაფერი გამჭვირვალედ კეთდება“, - აცხადებს ენტონი ფაუჩი.

შეგახსენებთ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა - Moderna-მ და Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადეს. Moderna-ს განცხადებით, ვაქცინის ეფექტიანობა 94,5%-ია, ხოლო Pfizer-ის შემთხვევაში, ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები