Entrée 2018 წელს ახალი ობიექტების გახსნას ბათუმსა და ქუთაისში გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ჟან მიშელმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად ლოჯისტიკის საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მომდევნო წელს, საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ობიექტი გაიხსნება. სამომავლოდ ასევე განიხილება თბილისი-ქუთაისის მაგისტრალზე და კახეთში ახალი ობიექტის გახსნა.
შეგახსენებთ, რომ კაფეების ქსელი Entrée 2008 წელს შემოვიდა ბაზარზე და თბილისში 15-მდე ობიექტი აქვს გახსნილი.

























