მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrée - ლონდონში რიგით მეოთხე ფილიალს გახსნის - ინვესტიცია 300 000 ფუნტია

ანტრე

საცხობების ქსელი Entrée ბრიტანეთის ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს და მიმდინარე წლის შემოდგომას ლონდონში, კენსინგტონზე რიგით მეოთხე ფილიალს გახსნის.  ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ლიკა მიქაუტაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქსელის გაფართოებისთვის ამჯერად 300 000 ფუნტის ინვესტირება ხდება.

“ლონდონში, კენსინგტონზე ახალი ფილიალი დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსკენ, ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება, სადაც 8 ადამიანს დავასაქმებთ. ინვესტიცია 300 000 ფუნტია. აქცენტი უცვლელია, ჩვენი ფორმატი ქართული და ევროპული კულინარიული კულტურების უნიკალური სინთეზია, ლონდონში ანტრე Tbilisi Bakery- სახელითაა ცნობილი და ევროპულ კულინარიასთან ერთად ქართულ უნიკალურ კერძებს წარმოადგენს”, - აღნიშნა ლიკა მიქაუტაძემ.

კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსის თქმით, Entrée-მ მიმდინარე წელს რიგით მე-15 ობიექტს კრწანისის ქუჩაზე გახსნის.

ქსელის გაფართოებას Entrée 2024 წელსაც აგრძელებს და ლონდონში ორი ობიექტის გახსნას გეგმავს. ამჟამად  Entrée სამ ქვეყანაში ოპერირებს: თბილისში 14 ობიექტით, ბაქოში - 7 ობიექტით, ხოლო ლონდონში 3 ობიექტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები