მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrée-მ ლონდონში მეოთხე ფილიალი გახსნა

ანტრე

საცხობების ქსელი Entrée ბრიტანეთის ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს და მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ლონდონში, კენსინგტონზე რიგით მეოთხე ფილიალი გახსნა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ლიკა მიქაუტაძემ განუცხადა.

"კენსინგტონი ერთ-ერთი უძველესი უბანია ლონდონის ცენტრში. ბევრი ბიზნეს თუ რეზიდენტული შენობებით. ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას გვაკითხავდნენ სტუმრები და გვეკითხებოდნენ რამდენ დღეში გავიხსნებით, ძალიან გვიხარია, რომ ლონდონელმა მომხმარებელმა ანტრე უკვე გაიცნო და ახალ ლოკაციებზე მის გახსნას ელოდება", - აღნიშნა ლიკა მიქაუტაძემ.

კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსის თქმით, ქსელის გაფართოებისთვის ამჯერად 300 000 ფუნტის ინვესტირება მოხდა.

"ინვესტიცია 300 000 ფუნტია. აქცენტი უცვლელია, ჩვენი ფორმატი ქართული და ევროპული კულინარიული კულტურების უნიკალური სინთეზია, ლონდონში ანტრე Tbilisi Bakery- სახელითაა ცნობილი და ევროპულ კულინარიასთან ერთად ქართულ უნიკალურ კერძებს წარმოადგენს, ამჟამად, აღნიშნულ ობიექტში 8 ადამიანს ვასაქმებთ", - დასძინა მან.

ცნობისთვის: ქსელის გაფართოებას Entrée 2024 წელსაც აგრძელებს და ლონდონში ორი ობიექტის გახსნას გეგმავს. ამჟამად Entrée სამ ქვეყანაში ოპერირებს: თბილისში 14 ობიექტით, ბაქოში - 7 ობიექტით, ხოლო ლონდონში უკვე 4 ობიექტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები