არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა - თბილისში, ორთაჭალაში მდებარე კომპლექსის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები Societe Generale-ის ჯგუფის წევრმა ინვაიროსმა [ENVIROS] შეაფასა. შეფასება მოიცავს პროექტის სამ საცხოვრებელ A, B და C ბლოკებს. არქის ცნობით, ინვაიროსის [ENVIROS-ის] დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობას, მდგრადობასა და დაბალხარჯიან საცხოვრებელ კონცეფციას. დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორის შეფასება კი, წარმოადგენს სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მასალას. აღსანიშნავია, რომ ENVIROS ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მიმართულებით სპეციალიზებული წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის საერთაშორისო Société Générale Financial Group-ის ნაწილია. Archi Horizon-ის აპარტამენტები თბილისში მაცხოვრებლებისა და მოიჯარეებისთვის პრაქტიკულ სარგებელსაც ქმნის: შენობის გარსი ამცირებს სითბოს დანაკარგს ზამთარში და ხელს უწყობს უკეთეს თბოკონტროლს ზაფხულში, რაც გათბობისა და გაგრილების ხარჯების შემცირებას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ Archi-მ და ENVIROS-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანიც Archi-ს პროექტების ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იქნება. თანამშრომლობა შეეხება არამხოლოდ პროექტირების ეტაპს, არამედ შენობების ექსპლუატაციის პერიოდსაც.


































