მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, კახა კალაძემ გუნდს 2 დავალება მისცა

5f8fdfc102f8a
ინგა მურუსიძე
21.10.20 11:17
1057
თბილისის მერია ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ თავის გუნდს 2 დავალება მისცა. 

„სერვის-ცენტრებში მომსახურეობის დროს უნდა გაკონტროლდეს რიგები, ძალიან ბევრი ადამიანია ხოლმე შეკრებილი პატარა სივრცეებში. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად დავიცვათ რიგები. დავურიგოთ პირბადეები მათ, ვისაც არ ექნება და დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა.

გარდა ამისა, მინდა, დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს, მოხუცებს პირბადეები დავურიგოთ", - განაცხადა კალაძემ.

მოხუცთა პირბადეებით აღჭურვის საკითხის ზედამხედველობა მერმა თავის მოადგილეს ილია ელოშვილს დაავალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები