მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Epoint - ციფრული კომერციის პლატფორმა აზერბაიჯანიდან | 500Georgia Demo Day

63d288c3c5441
BM.GE
26.01.23 19:00
343
სტატიაში საუბარია:
დღეს, 500Georgia-ს წლის მთავარ ღონისძიებაზე, Dემო Dაყ-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე აზერბაიჯანული ტექნოლოგიური სტარტაპის, Epoint-ის დამფუძნებლები წარსდგნენ. Epoint-ი ციფრული გადახდების აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება. სტარტაპის დამფუძნებლების განცხადებით, მათი პლატფორმის გამოყენებით, იურიდიულ პირებს გადახდების მიღება სხვადასხვა გზებით, მათ შორის ApplePay-ის, GooglePay-ისა QR-გადახდების მეშვეობით შეუძლიათ.

კომპანიის დამფუძნებლების, ზეინალ კარიმზადას და ჰასან ჰასანოვის განცხადებით, რომელთაც საბანკო, ბარათების დამუშავებისა და ელექტრონული კომერციის სფეროში, თითოეულს, 12-წლიანი გამოცდილება აქვთ, Epoint-ის შექმნის იდეა ორი წლის წინ გაუჩნდათ და დღეს, სამასამდე მომხამრებელი ჰყავთ - გასულ წელს, კომპანიის წლიურმა ბრუნვამ $6.5 მილიონი შეადგინა.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები