მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EPP პარტნიორებს მოუწოდებს ჩაერთონ საარჩევნო დარღვევების გამოძიებაში

EPP

ევროპის სახალხო პარტია [EPP] საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს არჩევნებს გამოძიებაში ჩაერთონ. EPP, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს სამართლიანი არჩევნების უფლება წაართვეს.

“საქართველოს მოსახლობას კვლავ წაართვეს ფუნდამენტური უფლება აირჩიონ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ძალადობით, ზეწოლით, მუქარით, ხმების ყიდვით, ადმინისტრაციული რესურსით გამოყენებითა და საარჩევნო მანიპულაციებით “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა დემოკრატიულ ღირებულებებს უფრო დააშორა. ასევე დააშორა კანონის უზენაესობასა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას.

მოვუწოდებთ დემოკრატიულ პარტნიორებს ჩაერთონ არჩევნებზე დარღვევების გამოძიებაში, რაზედაც საუბრობენ რეპუტაციული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები”, - წერია EPP-ის განცხადებაში.

26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები