მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და ექვს პირს 4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობა მიესაჯათ

ჩახუნაშვილი

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ია დარახველიძე კი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო მხოლოდ ერთი - ჯგუფური ძალადობის მუხლით და მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

შვიდივეს ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. ამ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა რვა მათგანს საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს დღეს საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებოდა 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები