მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმების წერილი ჯანდაცვის სამინისტროს

BM.GE
08.02.23 11:07
337
ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებები მიმდინარე კვირაშიც აქტუალურია. ამჯერად, ექიმების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით მიმართავენ. ექიმები კლინიკების დაფინანსების ახალ DRG მოდელზე გადასვლით გამოწვეულ ხარვეზებზე რამდენიმე კვირის წინ ღიად ალაპარაკდნენ. სამინისტროსთან შეთანხმებით დათქმა, რომ ორი კვირის ვადაში, მედიკოსები პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მიიღებდნენ რაიმე პასუხს, არ შედგა. 

სამინისტროს წარმომადგენლები არც ექიმების ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მივიდნენ, რა პროცესის შემდეგაც ექიმებმა გადაწყვიტეს სამინისტროს წერილი გაუგზავნონ. ექიმები ამბობენ, რომ DRG-ის მოდელზე გადასვლით ტარიფები განსაკუთრებით ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით შემცირდა, რაც ევროპული ხარისხის იმპლანტის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. რა წერია ზურაბ აზარაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში და რას ითხოვენ ექიმები? 

სტუმარი: ზურაბ ხაბეიშვილი - "საქართველოს ტრავმატოლოგთა ასოციაციის" პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები