მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია

5e070b21b88f5
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.19 11:56
3747
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში 48 დღის განმავლობაში იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

"საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება,"- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით. 2019 წლის 20 დეკემბერს კი მას ცხინვალის სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები