„ვერ გეტყვით, რომ ეს კონკრეტული ქმედება ანაკლიის პორტის პროექტს პრობლემას შეუქმნის“, - ასე ეხმაურება ეკონომისტი აკაკი ცომაია მამუკა ხაზარაძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების ინიციატივას.
„ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან და პროცესებიდან ბევრი რამ ახდენს გავლენას ანაკლიის პროექტზე, მათ შორის, ეს კონკრეტული ქმედებაც. რა თქმა უნდა, მოახდენს გავლენას. ყველაზე დიდი ფაქტორი, რაც ანაკლიის პორტის პროექტზე გავლენას ახდენს, ეს ხელისუფლების მოქმედებაა. ასე რომ, ხელისუფლების მოქმედება ხაზარაძის მოქმედებას ვერ გადაფარავს“, - განაცხადა ცომაიამ.
ამასთან, აკაკი ცომაია bm.ge-ისთან ამბობს, რომ ის ნებისმიერ პროევროპულ ახალ ძალას მიესალმება.
„პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენი პროევროპული ძალაც გამოვა უფრო მეტ ადამიანს მიიყვანს არჩევნებზე“, - განმარტა აკაკი ცომაიამ.

























