მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსკლუზიურად Mitsubishi L200-ის პირველი შოურუმი საქართველოში გაიხსნა

l200
28.10.25 15:00
568

საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც ექსკლუზიურად Mitsubishi-ის გამორჩეული მოდელის, L200-ის პირველი შოურუმი გაიხსნა - ეს ბრენდის გამძლეობის, გაყიდვების უმაღლესი მაჩვენებლებისა და მომხმარებლის ნდობის აღიარებაა.

L200-ის შოურუმი გამოცდილებით დატვირთული გზაა, რომელიც ვიზტორს ბუნებისა და თანამედროვე ურბანული ცხოვრების იდეალურ შერწყმაში ამოგაზაურებს. მომხმარებელზე მორგებული ლაუნჯ-კონცეფცია კი თითოეულ ვიზიტს პერსონალურ ისტორიად აქცევს.

L200 Mitsubishi-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელია როგორც ქართულ, ისე - გლობალურ ბაზარზე. მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში კი L200-ის გაყიდვების მაჩვენებელი 5.5 მილიონს აღემატება. საქართველოში კი ამ ავტომობილის 3 000-მდე ერთეულია გაყიდული, რაც მას სეგმენტის უპირობო ლიდერის ტიტულს უნარჩუნებს, 4 წელზე მეტია.

სწორედ ამიტომ, ექსკლუზიურად L200-ის შოურუმის გახსნის იდეა სრულად Mitsubishi Motors Georgia-ს გუნდს ეკუთვნის. საიდან დაიბადა პროექტი და როგორ მოვიდა აქამდე - ამ საკითხზე Mitsubishi Motors Georgia-ს დირექტორი, გიორგი ამაშუკელი საუბრობს.

“2024 წლის ბოლოს, როდესაც ვმუშაობდით 2025 წლის ბიზნეს გეგმაზე და კომპანიის სტრატეგიაზე, ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე, გუნდში მსჯელობისას დაიბადა იდეა, შეიქმნა კონცეფცია და სწრაფადვე მოხდა მისი განხორციელება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, გაწეული შრომისთვის, და კომპანიის დამფუძნებლებს, ამ იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ ეს პროექტი არის სავიზიტო ბარათი არამარტო კავკასუს მოტორსისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან, სწორედ საქართველოა ის ადგილი, სადაც პირველად დაიბადა და განხორციელდა ეს კონცეფცია და ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატებული პრაქტიკა სამომავლოდ სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება”, - განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.

Mitsubishi Motors Georgia-ს დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ შოურუმი საზოგადოებას L200 მოდელის გამორჩეულ ფუნქციონალსა და კომფორტთან გაცნობის საშუალებას აძლევს.

“ბოლო წლებში საქართველოს ბაზარზე, Mitsubishi L200 იქცა ყველაზე გაყიდვად მოდელად. თუკი მეხუთე თაობის მოდელი გამოირჩეოდა ფასისა და ხარისხის საუკეთესო სინთეზით, უახლესმა მეექვსე თაობის ავტომობილმა უკვე სრულიად ახალი სიტყვა თქვა საავტომობილო ბაზარზე, რადგან მასში იდეალურადაა ინტეგრირებული პიკაპის პრაქტიკულობა და მძლავრი, ყოველდღიური ყველგანმავალის კომფორტი და ტექნოლოგიები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა სპეციალური სივრცე, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს დაეხმარებოდა უსიტყვოდ შეეგრძნოთ ამ პროდუქტის მშვენიერება და უპირატესობა რეალურ გარემოში”, - ამბობს ის.

Mitsubishi-მ პირველი თაობის L200 ბაზარს 1978 წელს წარუდგინა. მუდმივი ევოლუციის 47-ე წელს კი L200 ბაზარზე სრულიად თანამედროვე, მეექვსე თაობის მოდელით წარდგა და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. ასე იქცა Mitsubishi 2016 წლიდან დღემდე 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. ავტომობილი სრულად იმეორებს თავად ბრენდის იდენტობას, არის სტაბილური, გამძლე და, რაც მთავარია, საიმედო არჩევანი როგორც საქმიანი, ისე აქტიური ცხოვრების სტილისთვის. L200, როგორც ყველგანმავალი, იდეალური გადაწყვეტაა ნებისმიერ სეზონზე ნებისმიერ გარემოში.

მიცუბიში მოტორსი არის ბრენდი უზარმაზარი წარმატების ისტორიით, რომელმაც ავტოენთუზიასტებში მოიპოვა იმხელა რეპუტაციული სიყვარული და პატივისცემა, რომ მიუხედავად უზარმაზარი გამოწვევებისა, არასოდეს დაუკარგავს ავტომოყვარულთა კეთილგანწყობა და ნდობა. ქართველი მომხმარებლის თვალში Mitsubishi არის ძლიერი, პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ყველგანმავალი, რომელიც არასოდეს გიღალატებს და ყოველთვის ასოცირდება იაპონურ ხარისხთან.

L200-ის შოურუმში ვიზიტი უკვე შესაძლებელია. რაც მთავარია, ნებისმიერ ადამიანს, ვინც Mitsubishi-ის სივრცეს ეწვევა, ავტომობილის ტესტ-დრაივაზე გაყვანაც შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები