ექსკლუზიური ინტერვიუ ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში გარეთ უორდთან
ბრიტანეთი-საქართველო: ექსკლუზიური ინტერვიუ გარეთ უორდთან
- “ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI) და თავდაცვის ინდუსტრია დიდ ბრიტანეთში”
- “2025 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22% ბრიტანეთიდან იყო”
- “საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი და ეს ბრიტანელ ინვესტორებს დიდ ნდობას უქმნის”
- “წლის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მომენტი იყო ლონდონში, Lion Finance-ის წარდგენა”
- “დიდი ბრიტანეთი, აშშ-სთან ერთად, G7-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა”
- “საქართველომ დაიმკვიდრა კარგი ბიზნესგარემოს რეპუტაცია”
- “არ დაგვავიწყდეს საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი სექტორი, ეს არის ტურიზმი”
- “ბრიტანული უნივერსიტეტები თანამშრომლობენ ქართულ უნივერსიტეტებთან”
- “ბოლო წლებში საქართველომ რუსეთიდან უფრო მეტი ენერგია შეიძინა. ეს საქართველოს უფრო დამოკიდებულს ხდის რუსეთზე”
- “საქართველოს სჭირდება დაკავშირება ევროპულ ელექტროქსელთან”
- “აქ უამრავი ბრიტანული არქიტექტურული კომპანია ჩამოდის და ქართველ დეველოპერებთან თანამშრომლობს”
- “ჩვენ ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში”
- “ჩვენი ხმა საკმაოდ გავლენიანია იმ გადაწყვეტილებებში, რაც სესხებთან დაკავშირებით მიიღება”
- “ჩვენ დავასანქცირეთ რამდენიმე კრიპტოპლატფორმა საქართველოში”
- “ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინას თავისი სუვერენიტეტის დაცვაში და შევაჩეროთ პროპაგანდა"
- “ბოლო წლებში საქართველოს ნამდვილად ჰქონდა ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები”
- “ინვესტორები ასევე ინტერესდებიან კანონის უზენაესობით”
- "საქართველოს რეპუტაცია დაზარალდა იმის გამო, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დემოკრატიულ უკუსვლას”
- “ჩვენ გვინდა ვიხილოთ მრავალპარტიული დემოკრატია საქართველოში”
- “ჩვენ გვაქვს კარგი და დეტალური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციების საკითხებზე”
- “ეკონომიკური ზრდის ზედმეტად დიდი ნაწილი კონცენტრირებულია თბილისსა და ბათუმში”
- “მოდით მივუბრუნდეთ ურთიერთობას, სადაც საქართველო ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ მიემართებოდა”
- “დასავლეთი არ არის ქაოტური და არ ინგრევა. დასავლეთი უმკლავდება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების დიდ გამოწვევას”
- “ჩვენ გვსურს, რომ საქართველო აყვავდეს ამ გარემოში”
- “ნატოს მიზანია შეაკავოს რუსეთი - არა რუსეთზე თავდასხმა, არამედ რუსეთის შეკავება”
- “გილოცავთ თქვენს მომავალ ახალ პარტნიორობას The Economist-თან”
- “ბოლო წლებში მე დავინახე რისკი, რომ საქართველო დაკარგავს რეგიონის საერთაშორისო ჰაბის სტატუსს”
გარეთ უორდი - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში
ელენე კვანჭილაშვილი - "ანალიტიკა" ავტორი & წამყვანი;
გიორგი ისაკაძე - BMG-ის გენერალური პროდიუსერი #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად






























