მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსკლუზიური ინტერვიუ "ოფენ ნეტის" ხელმძღვანელ, მარიამ სულაბერიძესთან

BM.GE
08.11.21 15:19
686
საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა,– ეს ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ანგარიშში იყო ნათქვამი. საჭიროა გადაუდებელი ინვესტიცია ციფრული უთანასწორობის გადასაჭრელად, რომელიც აბრკოლებს ბავშვებისა და ახალგაზრდების დისტანციურ სწავლასა და ონლაინ შესაძლებლობებზე წვდომას – აღნიშნულილ იყო კვლევაში. საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწდომობილის პრობლემა საყოველთაო ოინტერნეტიზაციას უნდა მოეგვარებინა, რომელიც ქვეყანაში 2014 წელს დაანონსდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პროექტი 2020 წელს გააქტიურდა. გეგმა ასეთია: პროექტის დასრულების შემდეგ მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა დამატებით 1000–მდე დასახლებულმა პუნქტმა და ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უნდა შეძლოს. ლოგ ინ ჯორჯია – ასე ჰქვია ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელსაც 40 მილიონი დოლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ოზურგეთში საპილოტე პროექტი უკვე განხორციელდა, რატომ იყო დაპაუზებული ინტერნეტიზაცია, რომელი რეგიონია შემდეგი და ხომ არ უჭირს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ სახელმწიფო ააიპ–ს “ოუფენ ნეტს” გამოყოფილი თანხების ათვისება – “საქმის კურსს” მიეცა შესაძლებლეობა ოფენ ნეტის ხელმძღავნელი მარიამ სულაბერიძე ჩაეწერა.

მარიამ სულაბერიძე - "ოფენ ნეტის" ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები