თიბისი ლიზინგის და GT Motors-ის ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებელი BMW X5-ის შეძენას 228 000 ლარიდან, ხოლო BMW X6-ს 252 000 ლარიდან შეძლებს. სხვადასხვა კომპლექტაციის მოდელებზე 76 000 ლარამდე ფასდაკლებაა განსაზღვრული.
გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ თქვენზე მორგებული პირობები, როგორიცაა:
- ფიქსირებული 10%-იანი თანამონაწილეობა
- 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი - 15%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში
- 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი - 20%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში
შეთავაზება შეეხება ცენტრში წარმოდგენილ X5 xDrive30d და X6 xDrive30d M Sport დიზელის საწვავის ტიპის სრულ სპექტრს. ასევე, ფასდაკლება და სპეციალური პირობები მოქმედებს PHEV მოდელებზეც.
დეტალური ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით:
თიბისი ლიზინგი *2277 / 032 2 12 27 77;
BMW Georgia 032 2 59 50 00, 216D აღმაშენებლის ხეივანი;
„ჯი-თი მოტორსი“ 2008 წლიდან ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც სამგზავრო, ასევე კომერციული დანიშნულების ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის პორტფელში თავმოყრილია მსოფლიოს მოწინავე ბრენდები – BMW, MINI, BMW Motorrad, Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki, რომელთა მეშვეობით „ჯი-თი მოტორსი“ ინოვაციური მობილობის სტანდარტებს ქვეყნის მასშტაბით ავითარებს.
თიბისი ლიზინგი კი, საქართველოში მოწინავე სალიზინგო კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა და დღეის მდგომარეობით, 3,000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზრო წილი 82%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 700 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია.




























