მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსკლუზივი: ქართველი მწარმოებლები „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან

6061e5c442a78
ელენე გოგბერაშვილი
30.03.21 10:44
19551
Bm.ge-ისთვის ცნობილი ხდება, რომ ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებს.

დიდი ალბათობით, სწორედ „კარფურის“ წინააღმდეგ დავას ეხება დღეს ჩანიშნული სპეციალური პრესკონფერენციაც, რომელსაც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია მართავს.

როგორც მის მიერ გავრცელებულ მედიაანონსში ვკითხულობთ, ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები სასამართლო დავას საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ იწყებენ.

ბრიფინგს, რომელიც დღეს 11:00 საათზეა ჩანიშნული, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები