მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპერტი ჯანდაცვის სისტემის რეფორმას გმირობად აფასებს

5de12c4c4920d
ანუკა ჯოხაძე
29.11.19 18:31
3450
“ვფიქრობ, გმირობის ტოლფასია ადამიანმა ასეთ დროს თავი ამ ვითარებაში გაყოს”- ასე აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს 5 ნოემბრის #520 დადგენილებას ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე. აღნიშნული დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სახელმწიფო ტარიფებს ათანაბრებს.
როგორც ბერაძე ამბობს, ცვლილებები ძალაში დიდი ხნის წინ უნდა შესულიყო, რათა ყველა კლინიკა თანაბარ პირობებში ყოფილიყო.

“ახლა რამ უბიძგა(ჯანდაცვის მინისტრს) ამ ნაბიჯის გადადგიმსკენ, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ოდესღაც აუცილებლად უნდა დაწყებულიყო. მე მაგალითად, ველოდებოდი, რომ ეს მომენტი დღეს თუ ხვალ მაინც დადგებოდა”,-ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე.

მისივე თქმით, კლინიკების მხრიდან წამოსული პრეტენზიები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბუნებრივი იყო, რადგან წლების განმავლობაში არ ხდებოდა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების ანალიზი და მათ შესაძლო შედეგებზე საჯაროდ საუბარი.

“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თუმცა აუცილებელი იყო განვლილი ეტაპების შეფასება და ანალიზი. თუ პერიოდულად საზოგადოებას მიეცემოდა ინფორმაცია რომელი რეფორმა რა შედეგებს დებს, მაშინ ასეთი მღელვარება აღარ იქნებოდა ამ ეტაპზე განხორციელებულ ცვლილებებზე. ეს დაემთხვა მინისტრის გამოცვლასაც. თუმცა, მხოლოდ ამასაც ვერ დავაბრალებთ. აჟიოტაჟი კი შეიძლება იყოს პოლიტიკური “რყევის და ქარის” მიზეზი, იმიტომ, რომ, ალბათ, ახლა არის დრო, რომ ყველამ თავისი ნიშა მოძებნოს და თავი დაიმკვიდროს,”-აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინა ბერაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები