მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ექსპლოატაციაში მიუღებელ ობიექტში გაზის, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება ვერ მოხდება "

5c9b9b5b235a9
სალომე მეცხვარიშვილი
27.03.19 21:01
2348
თბილისის მერია გამოდის ინიციატივით, რომ გამკაცრდეს შენობის ექსპლოატაციაში მიღების წესები. ეს წინადადება მოიცავს იმასაც, რომ შენობების ექსპლოატაციაში მიღებამდე არ მოხდეს მათში მოსახლეების შესახლება.

რა მექანიზმით აპირებს ამის მიღწევას მუნიციპალიტეტი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე განმარტავს.

“ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს ისეთ სცენარს, რომ ფიზიკურად ვერ მოხდება ობიექტის ექსპლოატაცია. შეთავაზებული ინიციატივის მიხედვით, ექსპლოატაციაში მიუღებელ ობიექტში ვერ მოხდება ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება და ინდივიდუალური მომხარებლების აბონირება. სწორედ ეს არის მძლავრი ინსტუმენტი, რითიც იქნება უზრუნველყოფილი, რომ ექსპლოატაციაში მიუღებელ შენობაში არ მოხდეს ადამიანების შესახლება მანამ, სანამ არ იქნება ის ექსპლოატაციაში მიღებული. თუმცა, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ამ თემაზე ვაგრძელებთ კონსულტაციებს სამშენებლო სექტორთან”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები