მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპლუატაციაში 2307 ობიექტი მიიღეს/კლება 5.9%-ია (9თვე/2026);

იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სულ 2 307 ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9%-ით ნაკლებია, თუმცა გაზრდილია დასრულებული ფართობის მოცულობა. კერძოდ, 9 თვეში ექსპლუატაციაში 2 მილიონ 540 ათასზე მეტი კვადრატული მეტრი ფართობი შევიდა, რაც 2025 წლის მაჩვენებელს 2.8%-ით აღემატება. საქსტატის ცნობით, დასრულებულ მშენებლობებში მთავარ მიმართულებად კვლავ საცხოვრებელი უძრავი ქონება რჩება, რომლის წილიც მთლიან ექსპლუატაციაში შესულ ფართობში კიდევ უფრო გაიზარდა.

სტუმარი: ოთარ ცუხიშვილი - „გალთ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები