წესი აღსრულების მექანიზმის გარეშე-4 წლის წინ შეცვლილი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პირობები არ სრულდება და მისი მართვსი მექანიზმი არც არსებობს. კანონში არსებული მუხლი, რომელიც შენობა ნაგებობას, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, გაზითა და ელექტორენერგიით მომარაგებას უკრძალავს არ სრულდება და არც შეუსრულებლობაა დასჯადო. იურისტები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დღესაც 64-ვე მუნიციპალიტეტში ადამიანები ცხოვრებას ისეთ შენობებში იწყებენ, რომლებიც ექსპლუატაციაში შესული არ არის, არადა კანონის მიზანი ამ პრობლემის მოგვარება იყო.


































