მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპო ჯორჯიაში თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025 გაიმართება - დეტალები

 ნათია გოგია

თბილისი, ქალაქი, რომელსაც ყოველთვის აქვს მოსაყოლი ისტორია, 2025 წელს არქიტექტურულ დიალოგს ახალი ძალით ხსნის. თბილისის არქიტექტურის ფორუმი 27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, საერთაშორისო პლატფორმას შექმნის, სადაც არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები ერთად იმსჯელებენ თემაზე: „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.

ფორუმის მიზანია გააფართოოს არქიტექტურის ტრადიციული გაგება და ყურადღება გაამახვილოს იმ ასპექტებზე, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს — ემოციაზე, მეხსიერებაზე, კულტურულ ნარატივებსა და მდგრად პრაქტიკებზე.

ფორუმის სპიკერები მსოფლიო და ადგილობრივი არქიტექტურული სცენის გამორჩეული წარმომადგენლები იქნებიან.

სტუმარი: ნათია გოგია - თბილისის არქიტექტურული ფორუმის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები