საქონლის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-აპრილში 18%-ით გაიზარდა და მილიარდ 133 მილიონი დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ საქსტატის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე აცხადებს.
მისი თქმით, იმპორტის მაჩვენებელი კვლავ შემცირების ტენდენციით ხასიათდება, ამ შემთხვევაში -3,1%-ით, თუმცა, ექსპორტის მაჩვენებელს დაახლოებით, 4-ჯერ აღემატება.
“2019 წლის აპრილში დარეგისტრირდა 4300 ახალი საწარმო, რაც 6,6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვის მოცულობა 6,2 მილიარდი ლარია, გაზრდილია 12,2%-ით”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.
წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

























