საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის იანვარ-ნოემბრის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ საქონლის ექსპორტით $3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზებით ქვეყანამ $750 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის ექსპორტის მოცულობაც $417 მილიონია, ხოლო მესამე ადგილზე ფეროშენადნობებია $415 მილიონით.
2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 750 მლნ დოლარი, მატება წინა წელთან 3.2%; (სპილენძის მადნების ექსპორტი სინამდვილეში 70%-ზე მეტად რეექსპორტს წარმოადგენს და არა საქართველოში მოპოვებული მადნების ექსპორტს);
2. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - 413 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.5%;
3. ფეროშენადნობები - 415 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 79%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 216.4 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 16%;
5. სპირტიანი სასმელები - 140.9 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 21.4%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 130.9 მლნ დოლარი, ზრდა - 24%;
7. თხილი და სხვა კაკალი - 106.4 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 31%;
8. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი - 97.7 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 59.5%;
9. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 87.7 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.9%;
10 ოქრო - 58.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 32.5%