მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტიორი: ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ფიზიკურად შეუძლებელია ამდენი ტვირთის გატარება

5d4ef13a9b1ae
ანუკა ჯოხაძე
12.08.19 10:15
1122
“მხოლოდ საქართველოში შეხვდებით ასეთ პარადოქსულ სიტუაციას, როცა მალფუჭებადი ატამი, დგას ღვინოსთან, კონიაკთან ან უცხო ქვეყნის პროდუქციასთან ერთად რიგში“, - ამის შესახებ bm.ge-ისთან კომპანია “ფრუტილიას” დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში მალფუჭებად პროდუქციას საბაჟოზე პრიორიტეტი ენიჭება.

ბეჟიტაშვილი ბოლო პერიოდში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ რიგებზეც, საუბრობს, რასაც რუსული საბაჟოს მუშაობას უკავშირებს, კერძოდ, ლარსის გამშვებ პუნქტზე ეს პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ იდგა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გამშვებ პუნქტზე აუცილებელია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა პუნქტმა სრულფასოვნად იმუშაოს.

“დიდი რიგები იყო საბაჟოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ახლაც არ არის სტაბილური მდგომარეობა, რაც უკავშირდებოდა რუსული საბაჟოს მუშაობას, ისინი არ მუშაობდნენ სათანადოდ, რომ ტვირთი გაეტარებინათ; ამ შემთხვევაში სომხეთი, საქართველო და თურქეთის ტრანზიტული ტვირთები. მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტის საშუალებით გადიოდა ტვირთები, ზემო ლარსზე არის საუბარი და ფიზიკურად შეუძლებელია ამდენი ტვირთის გატარება. იქ მოსაწყობია შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმუშაოს გამშვებმა პუნქტებმა ნორმალურად. ასევე აღსანიშნავია ის საკითხი, რომ მთელ მსოფლიოში მალფუჭებად პროდუქციას ენიჭება პრიორიტეტი, როდესაც არსად რიგში არ აყენებენ მხოლოდ საქართველოში შეხვდებით ასეთ პარადოქსულ სიტუაციას, როცა მალფუჭებადი ატამი, დგას ღვინოსთან, კონიაკთან ან უცხო ქვეყნის პროდუქციასთან ერთად რიგში“, - ამბობს კომპანია “ფრუტილიას” დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები