მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა

5ad9a5e779738
BM.GE
20.04.18 12:51
516
ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 2,5 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 2,4 პროცენტიანი კლება დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და 3,0 პროცენტიანი კლება სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე. საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 8,6 პროცენტით. ფასები გაზრდილია როგორც დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე (7,7 პროცენტი), ისე სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე (15,3 პროცენტი).

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 8,3 პროცენტიანი ზრდა. წლიურ პერიოდში ფასები 47,3 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, ხოლო 9,0 პროცენტით გაიზარდა ფასები დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. რაც შეეხება სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფს, დაფიქსირდა ფასების 1,8 პროცენტიანი ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები