მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი

„აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დამატებით 15 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა, რითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში გადამზადებულ მენეჯერთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა.კურსის განმავლობაში ექსპორტის მენეჯერები ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრში გადამზადდნენ, რომელიც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებს ემსახურება.

ექსპორტის მენეჯერთა კურსი მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესების და ექსპორტის სტიმულირების მიზნით. კურსი 15 მოდულისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა საქონლის წარმოშობა, ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა და ა.შ.

სტუმრები: ლიზი ლეჟავა - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების განვითარების მენეჯერი;

ნაუ სონღულაშვილი - "თამაშობანას" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები