მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის სეზონი 588.3 გვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტით დასრულდა

5b9916edd7dc1
BM.GE
12.09.18 21:00
1452
2018 წლის ექსპორტის სეზონი 588.3 გვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტით დასრულდა. ექსპორტის 9.9%-იანი კლება 7 თვის მონაცემებით განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: 1) წინა წელს ექსპორტის მაღალი ბაზა, 2) ენგურის ავარიული გათიშვა 2018 წლის მაისში და მასთან დაკავშირებული ექსპორტის შეწყვეტა, 3) ექსპორტიორი კომპანიების მიერ ნებაყოფლობით გაყიდული ელექტროენერგია ადგილობრივ ბაზარზე თურქეთის ბაზრის ნაცვლად იქ არსებული დაბალი ფასების გამო, მიუხედავად იმისა რომ ამ კომპანიებს აქვთ გარანტირებული ექსპორტის ხელშეკრულება (მაგ. საქართველო-ურბან ენერჯი).

2018 წლის ძირითადი ექსპორტიორი იყო ესკო (მთლიანი ექსპორტის 64.6%), რომელმაც ელექტროენერგია გაყიდა რუსეთში და აზერბაიჯანში, აგრეთვე ექსპორტი განახორციელა თურქეთის მიმართულებით, უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ელექტროენერგიის იმპორტის სანაცვლოდ. სხვა ექსპორტიორები იყვნენ საქართველო-ურბან ენერჯი (თურქეთის მიმართულებით), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (სომხეთის მიმართულებით), ენგურჰესი (სომხეთის მიმართულებით) და აჭარ ენერჯი 2007 (თურქეთის მიმართულებით).

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 7 თვეში ექსპორტის მოცულობა რაოდენობრივად შემცირდა, თანხობრივ გამოსახულებაში ექსპორტი წლიურად 13.8%-ით გაიზარდა და 19.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს აიხსნება იმით, რომ წელს ექსპორტი უფრო მაღალანაზღაურებადი მიმართულებებით განხორციელდა, მაშინ როცა შარშან ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტი ბაზარი რუსეთი იყო (სადაც დაბალ ფასად იყიდება ენერგია). 2018 წლის 7 თვეში ელექტორიენერგიის სავაჭრო დეფიციტმა შეადგენა 11.8 მლნ აშშ დოლარი, რაც წლიურად 40.8%-ით არის შემცირებული.
G&T