6 თვეში საქართველოდან უცხოეთში 2 მილიარდ 847 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. კლება წლიურად 6.7%-ია. საექსპორტო ქვეყნების ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არის. საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნები ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთია. იანვარ-ივნისში ქვეყანამ ყველაზე მეტი ავტომობილი გაყიდა, მანქანების რეექსპორტს მთლიან ექსპორტში 32.8% უჭირავს.